სალომე ზურაბიშვილი ილჰამ ალიევს ხვდება [ფოტო/ვიდეო]

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს ხვდება. ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი ბაქოდან იუწყება.

შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტები განცხადებებს გააკეთებენ.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტი დაიწყო.

ბაქოში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტი შეხვედრებს ასევე გამართავს აზერბაიჯანის პირველ ვიცე-პრეზიდენტთან, პრემიერთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან.