ზურაბ ჯაფარიძემ შსს-ს „შმაქსის“ ახალი ტრაფარეტის ნიმუში წარუდგინა

შმაქსის“ დამფუძნებელმა ზურაბ ჯაფარიძემ შინაგან საქმეთა სამინისტროს ახალი ტრაფარეტის ნიმუში წარუდგინა. ნებართვის მიღების თხოვნით, სამინისტროში განცხადება რამდენიმე წუთის წინ შეიტანეს.

ჯაფარიძის განცხადებით, „შმაქსის“ არსებული ლოგოს ჩანაცვლება, ახალი კანონის ამოქმედების გამო უწევს. საუბარია საკრებულოს დადგენილებაზე, რომლის მიხედვითაც, ტაქსის ტრაფარეტთან მიმსგავსებული საშუალებით ქალაქში  გადაადგილება ნებადართული არ არის.