გერმანული გამოცემა „შპიგელის“ ინფორმაციით, ადგილობრივმა პროკურატურამ ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში მეორე ეჭვმიტანილის კვალს მიაგნო. გამოცემის თანახმად, ეჭვმიტანილი, რომელსაც რუსული პასპორტი აქვს, შენგენის ზონაში სამი წლის წინ ბელარუსიდან მოხვდა.
ზელიმხან ხანგოშვილი გასული წლის 23 აგვისტოს ბერლინის ცენტრში მოკლეს. პოლიციამ მომხდარზე 49 წლის რუსეთის მოქალაქე დააკავა. ამ საქმესთან დაკავშირებით, ქართული მხარის ჩართულობაზე გუშინ კითხვები პრემიერს წლიური ანგარიშით გამოსვლის დროსაც დაუსვეს. გახარიამ განაცხდა, რომ ქართული მხარე გამოძიების პროცესში ჩართულია და განცხადება დეტალებზე უკვე ძიების დასრულების შემდეგ გაკეთდება.