ომის დაწყების შემდეგ ვოლოდიმირ ზელენსკის პირველი საგარეო ვიზიტი კონკრეტული შედეგებით დასრულდა. უკრაინას აშშ სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გამოუყოფს. საუბარია თითქმის ორი მილიარდი დოლარის ღირებულების პაკეტზე, რომელიც საბრძოლო მასალებთან ერთად „პატრიოტის“ ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემებსაც მოიცავს.
„თქვენ არასდროს დარჩებით მარტო“ – ჯო ბაიდენის ამ გზავნილით დატოვა უკრაინის პირველმა პირმა ვაშინგტონი, სადაც 10-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმით ჩავიდა. ამერიკელ კოლეგასთან პირისპირ შეხვედრის შემდეგ იყო სიტყვით გამოსვლა კონგრესში, რა დროსაც ზელენსკიმ ამერიკელ კანონმდებლებს რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების ამოქმედება სთხოვა. საკანონმდებლო ორგანოში უკრაინის პრეზიდენტი ყველაზე ცხელი წერტილიდან, ანუ ბახმუტიდან წაღებული დროშით მივიდა.
ნაკადების გაზრდა იყო. საინვესტიციო პროექტებზე საუბრის დროს დასახელდა კონკრეტული სფეროებიც, მათ შორის ენერგეტიკა, კერძოდ, განახლებადი ენერგიის პროექტები. საუდის არაბეთის პრემიერთან შეხვედრა პოლიტიკურ საკითხებზე საუბარსაც დაეთმო.