ზელენსკის საყვედური თურქეთს

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თურქეთი, რუსებისთვის ახალი ტურისტული მარშრუტების შექმნის გამო, გააკრიტიკა. ბერძნულ მედიასთან საუბრისას ზელენსკიმ განაცხადა, რომ თურქეთი, ერთი მხრივ, შუამავლის როლს ასრულებს მოლაპარაკებებში და მნიშვნელოვანი ნაბიჯებით უჭერს მხარს უკრაინას, მეორე მხრივ კი, რუსებისთვის რამდენიმე ახალ ტურისტულ მარშრუტს ამზადებს.

მისი თქმით, თურქეთი ფულს აკეთებს იმ დროს, როდესაც უკრაინელები სისხლს ღვრიან რუსეთთან მიმდინარე ომში. ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რუსულ ტურისტულ სექტორს საბერძნეთშიც დიდი თანხები შემოაქვს, რომლებიც სისხლის ღვრით არის ნაშოვნი.