უკრაინის პრეზიდენტმა დანიის პარლამენტს სიტყვით მიმართა. როგორც მიმართვისას ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, თუ უკრაინა ვერ გაუძლებს რუსეთის შეჭრას, საფრთხის ქვეშ აღმოჩნდებიან რუსეთის მეზობელი სახელმწიფოები და მთლიანად დემოკრატიული სამყარო. სიტყვით გამოსვლის დროს უკრაინის პრეზიდენტმა მოკავშირეებს იარაღით დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა. როგორც ცნობილია, დანია და ნიდერლანდები უკრაინას თანამედროვე ავიაგამანადგურებლების „ეფ-16“-ების გადაცემას დაჰპირდნენ.