უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესია გრძელდება – ტერორისტებმა უნდა წააგონ, მათი ახალი შეტევის ნებისმიერი მცდელობა უნდა ჩავარდეს, ეს იქნება ტერორისტული სახელმწიფოს საბოლოო დამარცხება, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში განაცხადა. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რუსეთისგან განსხვავებით, უკრაინა ახდენს ცივილიზებული მსოფლიოს მობილიზებას.