ზელენსკის მიმართვა

უკრაინა ყოველკვირეულად აფართოებს საერთაშორისო კავშირებს, რათა მიიღოს ყველაფერი, რაც მას ომის მალე დასასრულებლად სჭირდება, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვიდეომიმართვისას. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინაში პოლონეთის პრეზიდენტის ვიზიტის პარალელურად, ორ ქვეყანას შორის კავშირების გაძლიერების მიზნით, კონკრეტული გადაწყვეტილებები მიიღეს და სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე, მომავალ კვირაში მაქსიმალური დიპლომატიური აქტივობა იგეგმება.