როდესაც უკრაინის დროშა ბრუნდება ტერიტორიაზე, არავის ახსოვს ანექსიების ფარსი, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა. მისი თქმით, ტელეფონით ესაუბრა საფრანგეთის პრეზიდენტს, რომელმაც მკაფიოდ დაუჭირა მხარი უკრაინას და დაგმო რუსული ფსევდორეფერენდუმი და უკრაინის ტერიტორიის ანექსიის მცდელობა.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების პერსპექტივებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქვეყანა ინტეგრაციის მიმართულებით მიდის და რომ ეს პროექტი განხორციელდება.