ზელენსკიმ უკრაინის თავდაცვის მინისტრი გადააყენა

რა მიზეზით გაათავისუფლეს უკრაინის თავდაცვის მინისტრი თანამდებობიდან – ალექსეი რეზნიკოვმა პარლამენტს პოსტიდან გადადგომის შესახებ განცხადებით უკვე მიმართა. მიუხედავად იმისა, რომ ის პირადად არ არის ბრალდებული კორუფციაში, უკრაინის თავდაცვის სამინისტროში იყო არაერთი სკანდალი, რომელიც ეხებოდა ჯარისთვის საქონლისა და აღჭურვილობის შესყიდვას გაზრდილ ფასებში.

შეგახსენებთ, ამა წლის დასაწყისში რეზნიკოვის მოადგილემ ამავე სკანდალის გამო თანამდებობა დატოვა. დასავლური მედიის ინფორმაციით, იმ დროს ფართოდ გავრცელდა ინფორმაცია, რომ რეზნიკოვს თანამდებობის შენარჩუნება გაუჭირდებოდა. გარდა ამისა, ბოლო პერიოდში რამდენიმე ოფიცერს ბრალი დასდეს ქრთამის აღებაში.