პიონგჩანგის 2018 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშები ოფიციალურად გაიხსნა.
გახსნის ცერემონიაზე სხვადასხვა ქვეყნის ოლიმპიურ დელეგაციებთან ერთად საქართველოს ოთხ სპორტსმენიანი დელეგაცია გამოვიდა. დელეგაციის მედროშე მორის ყვითელაშვილია.
საზეიმო გახსნაზე ყველაზე წარმომადგენლობითი დელეგაცია ამერიკის შეერთებულ შტატებს ჰყავდა. სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეის სპორტსმენები კი პიონგჩანგის ზამთრის თამაშებზე ერთიანი კორეის სახელით იასპარეზებენ.
საზეიმო ღონისძიების კულმინაცია ოლიმპიური ცეცხლის ანთება იყო, რომლის პატივიც ვანკუვერის ზამთრის ოლიმპიურ ჩემპიონს, სამხრეთ კორეელ მოციგურავეს, იუნა კიმს ერგო.
2018 წლის პიონგჩანგის ოლიმპიური თამაშები ხვალ თბილისის დროით 11 საათსა და 15 წუთზე სათხილამურო სპორტით დაიწყება. ოფიციალური გახსნის ცერემონიალის განმეორებითი ხილვა პირველი არხის მაყურებელს დღეს 23 საათსა და 50 წუთზე შეეძლება.
ოლიმპიადის რეპორტაჟების ხილვა შეგიძლიათ შემდეგ ბმულებზე პირველი არხი / მეორე არხი (მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე)