„ზაფხულის ფესტივალი“ ქობულეთში

12:33, 25.07.2026

ბათუმის შემდეგ, „ზაფხულის ფესტივალს“ ქობულეთმა უმასპინძლა. საზაფხულო დეკორაციებითა და ინსტალაციებით მორთულ ქობულეთის ცენტრალურ პარკში ფესტივალს არაერთი ადამიანი დაესწრო. სტუმრების წინაშე წარდგნენ მოწვეული და ადგილობრივი ბენდები. დღის განმავლობაში კი საფესტივალო სივრცეში განთავსებული იყო კვებისა და მოსასვენებელი სივრცეები. ასევე ჩატარდა საბავშვო აქტივობები და ფრანების შოუ. ფესტივალი აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ორგანიზებით ჩატარდა.

მსგავსი