უკრაინის უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ყირიმის დეოკუპაციის 12 ნაბიჯი წარადგინა. დოკუმენტი რუსეთის მერ ანექსირებული ნახევარკუნძულის უკრაინის იურისდიქციაში დაბრუნებას ითვალისწინებს. პროგრამა ყირიმის ხიდის სრულ დემონტაჟს, რუსი მოქალაქეების გასახლებას და სევასტოპოლისთვის სახელის გადარქმევას მოიცავს. დანილოვის თქმით, სახელის შეცვლა აუცილებელია, რადგანაც ის რუსულ იდეოლოგიაში გარკვეულ როლს თამაშობს. ყირიმის დეოკუპაციის პროგრამა უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭომ ექსპერტების მონაწილეობით შეიმუშავა.