ამ წუთებში საქალაქო სასამართლოში ყალბი ვალუტის შეძენის, შენახვისა და გასაღებისთვის დაკავებული ოთხი პირისთვის აღკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობენ. პროკურატურა პატიმრობის მოთხოვნას მიმალვისა და მტკიცებულებების გაყალბებით ასაბუთებს, რაც შეეხება დაცვის მხარეს, დაკავებულები დანაშაულს არ აღიარებენ. ადვოკატი ამბობს, რომ მის დაცვის ქვეშ მყოფს ყალბ კუპიურებთან შეხება არ ჰქონია და დანაშაულის დამადასტურებელი მტკიცებულებები არ არსებობს.
სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა საქართველოს ოთხი მოქალაქე ყალბი ვალუტის შეძენის, შენახვისა და გასაღების ფაქტზე დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ დანაშაულებრივ ჯგუფში ჩართულმა პირებმა 2023 წლის მარტსა და აპრილში 3 050 აშშ დოლარის სანაცვლოდ გაასაღეს 6 100 აშშ დოლარის ყალბი კუპიურები.
დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.