დღეს, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო 2019 წლის შემაჯამებელ ღონისძიებას გამართავს. საღამო „წლის სპორტსმენი“ სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში ჩატარდება. დასახელდება წლის საუკეთესო სპორტსმენი და გამარჯვებულები ათ ნომინაციაში გამოვლინდებიან. ასევე დაწესებულია 14 სპეციალური პრიზი.
ღონისძიებამდე რამდენიმე საათით ადრე, სტუმრების მისაღებად მზადაა სახელმწიფო ცერემონიების სასახლე, სადაც მინისტრის მოადგილე იმყოფებოდა და მზადების პროცესს პირადად გაეცნო.
ღონისძიება 19:30 საათზე დაიწყება – სპორტული მოვლენების შემაჯამებელი საღამოდან პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.