წლინახევრის ნიკოლოზ პაპიაშვილს საზოგადოების დახმარება სჭირდება

წლინახევრის ნიკოლოზ პაპიაშვილს საზოგადოების დახმარება სჭირდება – მას მძიმე დიაგნოზი, ატიპიური ტერატოიდული სიმსივნე დაუდგინდა. პატარა ნიკოლოზი თურქეთში მკურნალობს. მას ახლა ძვირადღირებული მკურნალობა და ქიმიოთერაპიის კურსი ესაჭიროება, რისთვისაც დამატებით 50 ათასი დოლარია საჭირო. თანხის გადახდის საშუალება ოჯახს აღარ აქვს.

ყველას, ვისაც შეუძლია პატარა ნიკოლოზს დაეხმაროს, თანხის ჩარიცხვა ეკრანზე მითითებულ ანგარიშის ნომრებზე შეგიძლიათ.