უკრაინისა და ამერიკის პრეზიდენტების შეხვედრა და მორიგი სამხედრო დახმარება ომში მყოფ ქვეყანას. უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ, ვოლოდიმირ ზელენსკი სხვა ქვეყანაში ვიზიტით პირველად ჩავიდა. ზელენსკი თეთრ სახლში ჯო ბაიდენმა მიიღო. ორმხრივი შეხვედრის შემდეგ, ლიდერებმა ერთობლივი პრესკონფერენციაც გამართეს.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, აშშ-ის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი ომში თამაშის წესებს მნიშვნელოვნად შეცვლის.