ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა უკრაინულ მედიასთან

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, რუსულ მხარესთან მოლაპარაკებების შეწყვეტის მაღალი რისკი არსებობს. უკრაინელმა ლიდერმა ამის შესახებ პოლონურ მედიასთან შეხვედრისას განაცხადა.

„რისკი იმისა, რომ ნებისმიერი საუბარი სრულად დაიხურება, ძალიან დიდია. სწორედ იმ შედეგების გამო, რომელსაც რუსეთი ტოვებს. როგორც ჩანს, მათ აქვთ მკვლელობის სახელმძღვანელო “, – განაცხადა ზელენსკიმ. მისივე თქმით, ახლა რუსულ მხარესთან მოლაპარაკების პროცესი „ზედმეტად ნელია“. პრეზიდენტი ამბობს, რომ მნიშვნელოვანი საკითხების გადასაჭრელად მხოლოდ პირდაპირი მოლაპარაკებებია საჭირო უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის.