„ჩვენ არ დაველოდებით სასწაულს, ჩვენ თავად ვქმნით მას“- ასე მიულოცა უკრაინის მოსახლეობას შობის დღესასწაული ვოლოდიმირ ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, 24 თებერვლის შემდეგ, ქვეყანამ ბევრი ტკივილი და სიმამაცე ნახა, რომელსაც გამარჯვების შემდეგ ყველა ერთად, მრავალჯერ გაიხსენებს.
ზელენსკის თქმით, მალე, საშობაო სიმღერას ერი იმაზე ხმამაღლა იმღერებს, ვიდრე დღეს ოკუპანტების რაკეტებისა და გენერატორების ხმაა.