ვოლოდიმირ ზელენსკის მორიგი ვიდეომიმართვა

„რუსეთმა მარიუპოლში შესაძლოა ქიმიური იარაღი გამოიყენოს“- აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მორიგ ვიდეომიმართვაში. მისი თქმით, მსგავსი განცხადებები მოსკოვში კრემლის პროპაგანდისტების მხრიდან გაკეთდა. პრეზიდენტმა მსოფლიო ლიდერებს შეახსენა, რომ ისინი მკაცრ და სწრაფ რეაგირებას მოახდენენ რუსეთის მიერ უკრაინაში ქიმიური იარაღის გამოყენების შემთხვევაში. ამასთან, ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს შეუძლიათ მარიუპოლის ბლოკადის მოხსნა, თუკი ამისთვის აუცილებელი იარაღი, თვითმფრინავი და ჯავშანტექნიკა ექნებოდათ, თუმცა ისინი ამას არ იღებენ. პრეზიდენტის თქმით, პასუხისმგებლობა ეკისრებათ მათ, ვინც უკრაინისთვის აუცილებელ იარაღს ამ დრომდე საწყობებში ინახავს.