ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართვა - ომის 156-ე დღე

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ბოლო 24 საათში კიევში განგაშის სიგნალი 4-ჯერ ჩაირთო. უკრაინის პრეზიდენტი ამბობს, რომ მსოფლიოში არავინ დებს ტერორიზმში იმხელა ინვესტიციას, რამდენსაც რუსეთი. პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ამერიკელ სენატორებს იმ რეზოლუციის მიღებისთვის, რომელიც კონგრესს მოუწოდებს, რუსეთი ტერორიზმის დამფინანსებელ სახელმწიფოდ აღიაროს. ამასთან, ზელენსკიმ სამხედრო დახმარებისთვის და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა უკრაინაში ვიზიტით მყოფ ლიეტუვის პრეზიდენტს. ასევე მისი თქმით, გახარებულია იმ ფაქტით, რომ უკრაინის აღდგენისათვის შექმნილი პლატფორმის ელჩი დემნა გვასალია გახდა.