ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართვა - ომის 146-ე დღე

„ბოლო მონაცემებით უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 1 028 დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს, 2 621 კი ოკუპირებული რჩება“, – ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ მორიგ ვიდეომიმართვაში განაცხადა. მისი თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქმედებების შედეგად, მტერმა არსებითი ლოგისტიკური დანაკარგი განიცადა და რუსულ არმიას სულ უფრო უჭირს ოკუპირებული ტერიტორიების შენარჩუნება. ამავე დროს, უკრაინის ლიდერის თქმით, რუსეთს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობა საინფორმაციო ვაკუუმში ჰყავს და უკრაინის შესახებ სიცრუეს ავრცელებს. პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურიდან 28 თანამშრომელს მუშაობის არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო დაითხოვს. მანამდე, 17 ივნისს, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თანამდებობიდან გაათავისუფლა ქვეყნის გენერალური პროკურორი ირინა ვენედიქტოვა და უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ივან ბაკანოვი.