ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართვა - ომის 142-ე დღე

„ვინმეს რომ დალასში სამედიცინო ცენტრზე განეხორციელებინა იერიში, ან დრეზდენში, რა დაერქმეოდა ამას, თუ არა ტერორიზმი“, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვიდეომიმართვისას განაცხადა და ვრცლად ისაუბრა ქალაქ ვინიცაზე განხორციელებულ სარაკეტო იერიშზე. მისივე თქმით, ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ რუსეთი ტერორისტ სახელმწიფოდ უნდა გამოცხადდეს და აუცილებელია, რუსული ენერგოექსპორტის წინააღმდეგ რაც შეიძლება მალე დაინერგოს ისეთი შეზღუდვები, რომელიც ტერორისტებს არ მისცემს საშუალებას, დაფარონ ომის თანხა საერთაშორისო საზოგადოების ხარჯზე.