უკრაინის პრეზიდენტი სახიფათო გამონაკლისად აფასებს კანადის გადაწყვეტილებას, გერმანიას დაუბრუნოს ბუნებრივი აირის ტურბინა, რომელიც მილსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი ერთის“ სრული დატვირთვით ასამუშავებლად არის განკუთვნილი. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რუსეთი შეეცდება, არა მხოლოდ მაქსიმალურად შეუზღუდოს გაზის მიწოდება ევროპას, არამედ სრულად შეუწყვიტოს. უკრაინის პრეზიდენტი ამბობს, რომ ყოველი დათმობა რუსეთის ხელმძღვანელობისთვის აღიქმება, როგორც სტიმული სამომავლო უფრო ძლიერი ზეწოლისთვის.