ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართვა - ომის 132-ე დღე

„უკრაინის აღდგენა საჭიროა დღესვე“ – ეს განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მორიგი ვიდეომიმართვის დროს გააკეთა. მისი თქმით, ბევრი საუბრობს უკრაინის აღდგენის აუცილებლობაზე ომის შემდეგ, თუმცა, ვოლოდიმირ ზელენსკი მიიჩნევს, რომ უკრაინის განახლება ახლავე არის საჭირო და ამაში კიევს დემოკრატიული სამყარო დაეხმარება. მიმართვაში უკრაინის პრეზიდენტმა ასევე თქვა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები აგრძელებენ ოკუპანტებისგან უკრაინის მიწის გათავისუფლებას.

მან კიდევ ერთხელ უთხრა მადლობა სამხედროებს, რომლებიც ფრონტის წინა ხაზზე იბრძვიან და მტერს არაადამიანური ძალისხმევის ხარჯზე იგერიებენ.