ისრაელს მოუწევს ცხოვრება თავის გადაწყვეტილებებთან ერთად, რომ უკრაინას შეიარაღებას არ აძლევს და თავს იკავებს რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის სანქციებს შეუერთდეს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ისრაელის პარლამენტისთვის მიმართვისას განაცხადა.
მან კანონმდებლებს დახმარებისთვის მიმართა და გააკრიტიკა ისინი იმის გამო, რომ ვერ მოახერხეს მისი ქვეყნის შეიარაღება, უარი თქვეს დიდი რაოდენობით ლტოლვილების მიღებაზე და სანქციების გაზიარებაზე, რომელიც რუსეთს დასავლეთმა დაუწესა.