ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართვა

მორიგ ვიდეომიმართვას ავრცელებს ვოლოდიმირ ზელენსკი. უკრაინის პრეზიდენტი მოსახლეობას სიმტკიცისკენ მოუწოდებს და ამბობს, რომ მიმდინარეობს სამამულო ომი. მისი მოგება კი შესაძლებელია, თუ ყველა მოქალაქე 100 პროცენტით შეასრულებს საკუთარ საქმეს და დაეხმარება მას, ვისაც ეს სჭირდება. რუსული ჯარი დიდ დანაკარგს განიცდის. უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში რუსეთის ჯარისთვის მიყენებულ უდიდეს ზიანზეც კი შეგვიძლია ვისაუბროთ, – აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.

მისი თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალები აკეთებენ ყველაფერს, რომ მტერს უკრაინის წინააღმდეგ ბრძოლის ნებისმიერი სურვილი დაუკარგოს.