„რუსეთისთვის სრულმასშტაბიანი მარცხი იქნება საიმედო გარანტია ახალი აგრესიებისა და კრიზისებისგან დასაცავად“ – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ყველაფერი კეთდება ეტაპობრივად და ყველგან, რათა რუსულმა რევანშიზმმა უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის ყველა ელემენტი წააგოს.