უკრაინა ყველაფერს აკეთებს, რომ მისმა ზეწოლამ გადაწონოს რუსი ოკუპანტების თავდასხმის შესაძლებლობები, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მორიგ ვიდეომიმართვაში. მისი თქმით, ბახმუტში, უგლედარსა და დონეცკის ოლქის სხვა მიმართულებებზე საოკუპაციო ძალები უკრაინის თავდაცვის გარღვევას მუდმივად ცდილობენ. პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთი ხალხს არ ითვლის და მიუხედავად მისი მრავალრიცხოვანი დანაკარგისა, შეტევების მაღალ ინტენსივობას ინარჩუნებს.
ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მცდელობა, დააბრუნოს რუსი სპორტსმენები შეჯიბრებებში და ოლიმპიურ თამაშებზე, არის მცდელობა, მთელ მსოფლიოს უთხრას, რომ ტერორი შეიძლება მისაღები იყოს.