ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართვა

ზამთარი რთული იქნება, მაგრამ მაინც ღირს ამ ზამთრის აღქმა არა გამოცდად, არამედ დროდ, რომელიც გამარჯვებასთან გვაახლოებს, – განაცხადა ზელენსკიმ მორიგ ვიდეომიმართვაში.

პრეზიდენტის თქმით, რუსეთს დიდი იმედი აქვს, რომ ზამთარს უკრაინის წინააღმდეგ გამოიყენებს. ის შეეცდება, ზამთარი, სიცივე და გაჭირვება მისი ტერორის ნაწილად აქციოს. თუმცა, უკრაინელები იცავენ თავიანთ სახლს, იბრძვიან თავისუფლებისთვის და ეს აერთიანებს მთელ მსოფლიოს უკრაინის გარშემო, – აღნიშნა ზელენსკიმ.