„უკრაინა აგროვებს მხარდაჭერის კრიტიკულ მასას, რათა შეიქმნას სპეციალური ტრიბუნალი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის დანაშაულთან დაკავშირებით,“ – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვიდეომიმართვისას განაცხადა. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ახლა საკმაოდ აქტიური მოძრაობაა უკრაინული მშვიდობის ფორმულის კიდევ ერთ პუნქტზე – სასურსათო უსაფრთხოებაზე. ზელენსკიმ პირობა დადო, რომ ბრძოლას უკრაინის „სულიერი დამოუკიდებლობისთვის“ გააგრძელებს.