უკრაინელმა გამომძიებლებმა უკვე დააფიქსირეს 400-ზე მეტი რუსული სამხედრო დანაშაული ოკუპანტებისგან გათავისუფლებული ხერსონის ოლქის ტერიტორიაზე, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა. ზელენსკის თქმით, ხერსონის ოლქში რუსეთის არმიამ იგივე სისასტიკე დატოვა, როგორც უკრაინის სხვა რეგიონებში, სადაც შესვლა შეძლო.
უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, დონეცკის რეგიონში რუსული თავდასხმების დონე არ იკლებს, მაგრამ უკრაინის არმიის ქვედანაყოფები თავდაცვის გარღვევის საშუალებას არ აძლევენ.