უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, უკრაინის სამხრეთში უკვე გათავისუფლებულია 41 დასახლებული პუნქტი. ამის შესახებ განცხადება ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტრადიციულ ვიდეომიმართვაში გააკეთა. მანამდე უკრაინის სამხედრო ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ ბოლო 24 საათში ხერსონისა და მიკოლაევის ოლქებში 12 დასახლებული პუნქტი გათავისუფლდა რუსი ოკუპანტებისგან. უკრაინის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ყველა გმირს, რომელიც უკრაინის წინსვლას უზრუნველყოფს.