ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართვა

დროის გაჩერება შეუძლებელია, წინ ზამთარია, კიევი კონკრეტულ გადაწყვეტილებებს ელოდება, – აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი. უკრაინის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა გერმანიისა და ევროკომისიის პრეზიდენტებს, ასევე, ისაუბრა ყირიმის საერთაშორისო პლატფორმის პირველ საპარლამენტო ასამბლეაზეც და აღნიშნა, რომ პარტნიორი ქვეყნების მადლიერია.