ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინის ქალაქებისა და მსოფლიოს შანტაჟისთვის რუსეთს ჯერ კიდევ გააჩნია ადამიანური რესურსი, შეიარაღება და შესაძლებლობა, თუმცა ოკუპანტი სახელმწიფო მაინც დამარცხების და უიმედობის ზღვარზეა. უკრაინის პრეზიდენტმა ვიდეომიმართვისას განმარტა, რომ ის სამხედრო მეთაურს შეხვდა და მასთან ფრონტის ხაზზე არსებული ვითარება და შემდგომი ნაბიჯები განიხილა.