ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართვა

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, მორიგი შეტევის შედეგად, რამდენიმე ოლქში ახალი დასახლებული პუნქტები გათავისუფლდა, თუმცა, შეტაკებები გრძელდება. ხელისუფლება ასევე ცდილობს, ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდეს მოსახლეობა გათავისუფლებულ დასახლებებში, ასეთი კი 450-მდეა ხარკოვის ოლქში.

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, დაღუპულ რუს მებრძოლებს შორის მოუმზადებელი ახალგაზრდებიც არიან, რომლებსაც ბრძოლის გამოცდილება არ ჰქონიათ. უკრაინის პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა აზოვსტალის მებრძოლებზე, რომლებიც თურქეთში იმყოფებიან და ოჯახის წევრებს შეხვდნენ. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, მათ უსაფრთხოებაზე გარანტიას პირადად პრეზიდენტი ერდოღანი იძლევა.