ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართვა

ვოლოდიმირ ზელენსკიმ კავკასიაში, ციმბირსა და რუსეთის ფედერაციის სხვა რეგიონებში მცხოვრებ ერებს მოუწოდა, იბრძოლონ თავისუფლებისთვის, რადგან ვლადიმერ პუტინი არ გაჩერდება მობილიზაციის პირველ ტალღაზე. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინა არ დანებდება და გააგრძელებს ბრძოლას, რადგან იბრძვის საკუთარი მიწისა და სიმართლისთვის. მან აღნიშნა, რომ რუსეთი მარტო დარჩა და იზოლირებულია ცივილიზებული სამყაროსგან, ხოლო ვლადიმერ პუტინს არ აინტერესებს ხალხი და არ სცემს პატივს არც ცოცხალს და არც დაღუპულს.