ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართვა

სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობს ფრონტის ხაზზე, რომელთა საერთო სიგრძე ორი ათას კილომეტრზე მეტია, – განაცხდა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მორიგ ვიდეომიმართვაში. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, კრიმინალურ მობილიზაციას რუსეთი იყენებს არა მხოლოდ უკრაინაში ხალხის ტანჯვის გასახანგრძლივებლად და მსოფლიოს შემდგომი დესტაბილიზაციისთვის, არამედ იმ ტერიტორიებზე მცხოვრები მამაკაცების ფიზიკური განადგურების მიზნით, რომლებსაც ამჟამად რუსეთის ფედერაცია დროებით აკონტროლებს.