„რუსეთმა იზიუმში გაიმეორა ის, რაც ჩაიდინა ბუჩაში“ – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში განაცხადა. ზელენსკის თქმით, იზიუმში რუსი სამხედროების მიერ ადამიანების წამების მკაფიო მტკიცებულებები არსებობს და გაერო უკვე ამზადებს ჯგუფს, რომელიც იზიუმში ჩავა და იქ არსებულ სიტუაციას შეისწავლის. მიმართვის ბოლოს ზელენსკიმ ევროპას რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემის სრულად შეწყვეტისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.