ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართვა

უკრაინის პრეზიდენტი განსაკუთრებულ მადლობას უხდის უკრაინელ მებრძოლებს ხარკოვის რაიონში განხორციელებული წარმატებული ოპერაციების გამო. ვიდეომიმართვაში ვოლოდიმირ ზელენსკი გერმანიის კანცლერთან გამართულ საუბარსაც შეეხო და კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა გერმანიასა და პარტნიორებს ევროკავშირიდან ხუთი მილიარდი ევროს დახმარების გამოყოფისთვის.

მისივე თქმით, წარმატებით მიმდინარეობს უკრაინიდან მარცვლეულის გატანის პროცესი და უკვე უკრაინული პროდუქციით დატვირთული 102 გემი გავიდა უკრაინის პორტებიდან ევროპის, აზიისა და აფრიკის მიმართულებით.