ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართვა

უკრაინის პრეზიდენტმა მორიგ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ ქვეყნის სამხედრო მაღალჩინოსნებთან გამართულ სხდომაზე, ფრონტის ხაზზე არსებული ვითარების შესახებ მიიღო ინფორმაცია. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, დონბასში კვლავ ძალიან მძიმე ბრძოლებია და რეგიონის ცხელი წერტილები არ შეცვლილა. ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ სიტყვით მიმართა პრაღაში „ფორუმი 2000“-ის მონაწილეებს და გამოეხმაურა ევროკავშირის მიერ რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების შეზღუდვის საკითხს. მისი თქმით, რუსეთის მოქალაქეებისთვის ევროპული ვიზების შეზღუდვის საკითხი საბოლოოდ უნდა მოგვარდეს.