ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართვა

უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ უკრაინული მხარე მუდმივ კონტაქტზეა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსთან და ზაპოროჟიეს ატომურ სადგურზე მისიის გაგზავნაზე მუშაობს. ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში განაცხადა. როგორც ზელენსკი აღნიშნავს, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე სააგენტოს მისია შესაძლოა, ლეგალური გზით ძალიან მალე გაიგზავნოს. ამასთან, პრეზიდენტი ამბობს, რომ რუსეთის ძალებმა სადგურის ტერიტორია და მიმდებარე რაიონები უპირობოდ უნდა დატოვონ.

 

დატოვე კომენტარი