ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართვა

„უკრაინა ევროპაში ელექტროენერგიის ექსპორტის გასაზრდელად ემზადება“, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვიდეომიმართვაში ისაუბრა. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ქვეყანა ეტაპობრივად გახდება ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოების ერთ-ერთი გარანტორი. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მისი ადმინისტრაცია კვირის მიწურულისთვის ემზადება მნიშვნელოვანი პოლიტიკური და დიპლომატიური მოვლენებისთვის, თუმცა პრეზიდენტს არ დაუკონკრეტებია, რაზეა საუბარი. ამასთან, პრეზიდენტმა თქვა, რომ მუშავდება ახალი გადაწყვეტილებები და ინიციატივები, რომლითაც რუსეთს კიდევ უფრო მაღალი ფასის გადახდა მოუწევს, უკრაინაში ომის წამოწყების გამო.