ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართვა

ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ომის დაწყებიდან დღემდე თითქმის 40 ათასი რუსი სამხედრო დაიღუპა, კრემლი კი ამის შესახებ დუმს. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ვინმე თუ ინარჩუნებს კონტაქტს რუსეთთან ან აქვს ინფორმაციული გავლენა რუსულ საზოგადოებაზე, ეს ამბავი მათთან უნდა მიიტანოს.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ასევე განაცხადა, რომ ოკუპანტები განაგრძობენ მშვიდობიან მოქალაქეებზე სარაკეტო იერიშებს. პრეზიდენტის თქმით, უკრაინა წინააღმდეგობის შეწყვეტას არ აპირებს.