ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართვა

„უკრაინის ძალოვანი ვერტიკალის განახლების პროცესი გრძელდება. ამ ფონზე კი ჩვენი სახელმწიფოსთვის სამხედრო დახმარების გაწევასთან დაკავშირებით, საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან არანაირი პრეტენზია არ ყოფილა“- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ მან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ახალი რეგიონული ხელმძღვანელები დანიშნა. მისივე თქმით, უკრაინის პარლამენტს აქვს სპეციალური კომისიის შექმნის ინიციატივა, რომელიც საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან უკრაინისთვის მიწოდებული იარაღის გამოყენებას გააკონტროლებს.