უკრაინა ახლა არა მხოლოდ ნერგავს ნატო-ს სტანდარტებს, არამედ მას შეუძლია, ახალი სტანდარტების შემუშავებაში მიიღოს მონაწილეობა, – აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი. მისი თქმით, უკრაინა გახდა ნატო-ს ტექნოლოგიური ურთიერთთავსებადობის სპეციალური მრავალმხრივი პროგრამის ასოცირებული წევრი და სახელმწიფო არა მხოლოდ იცავს საკუთარ თავს, არამედ ვითარდება და დაეხმარება პარტნიორების განვითარებას.
ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ რუსეთის ძალები უკრაინულ ქალაქებზე იერიშებს არცერთი დღით არ წყვეტენ, თუმცა, მტერმა იგრძნო, რა არის თანამედროვე არტილერია და ოკუპანტებს ღიად ეშინიათ უკრაინის ძალების. ამის მიუხედავად, ზელენსკის თქმით, მტერს არ აქვს გამბედაობა, აღიაროს მარცხი და წავიდეს უკრაინული მიწიდან.