უკრაინის პრეზიდენტი ევროკომისიის დადებით რეკომენდაციას ისტორიულ მიღწევად თვლის. ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინას ევროკავშირთან სრული ინტეგრაციის დაწყებამდე ერთი ნაბიჯი აშორებს. უკრაინის პრეზიდენტი ფიქრობს, რომ რაც უფრო ახლოს იქნება თავისი ქვეყანა ევროპის სხვა სახელმწიფოებთან, მით მეტი შესაძლებლობა ექნებათ, რომ უკრაინელებისთვის თანამედროვე ცხოვრების გარანტია უზრუნველყოს.