ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართვა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსულ ქალაქებთან დაძმობილებულ ამერიკულ ქალაქებს მიმართავს და მათ რუსეთთან კავშირების გაწყვეტისკენ მოუწოდებს. ზელენსკის თქმით, ეს აუცილებელია რუსეთის სრული იზოლაციისთვის. ამის შესახებ ზელენსკიმ აშშ-ის მერების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„გთხოვთ, არ მისცეთ საშუალება მათ, ვინც გახდა მკვლელი, თქვენ საკუთარი ძმები და დები გიწოდოთ“, – განაცხადა ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტმა მოუწოდა ამერიკული ქალაქების მერებს, ადგილობრივ კომპანიებსა და სპეციალისტებს, ომის დასრულების შემდეგ მონაწილეობა მიიღონ უკრაინის აღდგენის პროექტებში.