ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართვა

უკრაინა არის ქვეყანა, რომელმაც გაანადგურა მითი რუსული არმიის განსაკუთრებული სიძლიერის შესახებ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სტენფორდის უნივერსიტეტში ვიდეოჩართვისას განაცხადა. მისი თქმით, უკრაინა არის ქვეყანა, სადაც ყველაფერი შესაძლებელია და ახლა მთელი მსოფლიოსთვის ცნობილია, რომ უკრაინაში შესაძლებელია ისიც, რაზეც უბრალოდ ფიქრიც კი, მრავალი წლის განმავლობაში სხვებს ეშინოდათ.

უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ მიუხედავად ამისა, რუსეთი აგრძელებს ომს უკრაინაში, რომლის დასრულებაც არ სურს და მთელი ქვეყნის ოკუპაციას ცდილობს, თუმცა, მისი თქმით, უკრაინას აქვს ძალა ქვეყნის მომავალზე იფიქროს. ამასთან, ვოლოდიმირ ზელენსკიმ იმ საჭიროებებზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც მისი თქმით, რუსეთის დამარცხებისთვის აუცილებელია.