ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართვა

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთთან მოლაპარაკებები ადრე თუ გვიან განახლდება, თუმცა პუტინთან შეხვედრის მიზანი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როდის გაიმართება ეს შეხვედრა. მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრაზე დღის წესრიგში საკითხების დაყენება ქვეყანაში ოკუპირებული და დეოკუპირებული ტერიტორიების მდგომარეობის მიხედვით მოხდება.

უკრაინის ლიდერმა უსაფრთხოების გარანტიებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ უკრაინა თავის საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად მუშაობს უსაფრთხოების გარანტიის ხელშეკრულებაზე, რომელიც არ ითვალისწინებს რუსეთის ჩართვას. ამასთან, პრეზიდენტის თქმით, მას სჯერა, რომ ომში გამარჯვებას ბრძოლით მოიპოვებენ, თუმცა დასასრული დიპლომატიური იქნება.